Accessibility links

logo-print

მაღაროელების აქციამ ექსცესებით ჩაიარა


„ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონისა და ჭიათურის საწარმოების მუშაკთა გუშინდელმა გამაფრთხილებელმა გაფიცვამ ექსცესებით ჩაიარა. მაღაროს დირექტორმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა 55 წლის მერაბ იაკობიძეს. გაფიცვა ორ საათს გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო ფეროშენადნობთა ქარხნის ყველა ძირითადი საამქრო. ზესტაფონსა და ჭიათურაში გამართული გამაფრთხილებელი გაფიცვის მიზეზი ამ საწარმოებში არსებული მძიმე შრომითი პირობები და სამსახურებიდან ადამიანების პროფკავშირული ნიშნით გათავისუფლება გახდა.
XS
SM
MD
LG