Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოძრაობა ”შემოგვიერთდი” გუანტანამოელი პატიმრების საქართველოში ჩამოყვანას აპროტესტებს


წინააღმდეგობის მოძრაობა ”შემოგვიერთდი” დღეს ამერიკის საელჩოსთან აქციას გამართავს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” აქციის ორგანიზატორებმა აცნობეს, ახალგაზრდები გუანტანამოს საპყრობილიდან საქართველოში სამი პატიმრის გადმოყვანას გააპროტესტებენ. აქციის მონაწილეები გააკეთებენ მიმართვებს თეთრი სახლის ადმინისტრაციის მისამართით. ამასთან, ამერიკის საელჩოსთან ახალგაზრდები მავთულხლართებს და გუანტანამოს პატიმრების მსგავს სამოსს გამოფენენ.
გუანტანამოს საპყრობილიდან ყოფილი სამხედრო ტყვეების ჩამოყვანას, წინააღმდეგობის მოძრაობა “შემოგვიერთი” აშშ-ს საელჩოში საპროტესტო ნოტის შეტანით პასუხობს, რომელშიც მითითებული იქნება საქართველოს ხელისუფლების წინდაუხედავი პოლიტიკა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მიმართ და ის პოტენციური საფრთხეები, რომელიც ისლამური ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ემუქრება.
XS
SM
MD
LG