Accessibility links

დიდი ბრიტანეთი საჰაერო სივრცეს ხსნის


დიდი ბრიტანეთი ხუთდღიანი იძულებითი შესვენების შემდეგ საჰაერი სივრცეს ხსნის. წუხელ ჰითროუს აეროპორტმა პირველი სამგზავრო თვითმფრინავი მიიღო. სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელობა იტყობინება, რომ გარკვეული შეზღუდვები კვლავაც დარჩება. ისინი ურჩევენ მგზავრებს, გაიარონ კონსულტაციები ავიაკომპანიებთან ფრენების ზუსტ დროსთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, რომ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დიდ ბრიტანეთში, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებში, საჰაერო სივრცე 15 აპრილიდან იყო დახურული.
XS
SM
MD
LG