Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკიევი აცხადებს, რომ კვლავაც პრეზიდენტია


ყირგიზეთის დამხობილი ლიდერი, ყურმანბეკ ბაკიევი აცხადებს, რომ ის“ყირგიზეთის ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ რჩება. მან მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა არ სცნონ დროებითი მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 7 აპრილის ამბოხების შემდეგ მოვიდა. ბაკიევი ამ განცხადებებით მინსკში გამოვიდა. ის ბელორუსიაში გუშინ ჩავიდა ყაზახეთიდან. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნის დატოვებამდე ბაკიევმა გადადგომის შესახებ განცხადებას მოაწერა ხელი, მაგრამ დღეს მან უარყო გადადგომის ფაქტი. ყირგიზეთის დროებითი მთავრობის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ დაკავებულია ბაკიევის რამდენიმე მომხრე, რომლებმაც გასულ კვირაში ქვეყნის სამხრეთში მდებარე ქალაქ ჯალალ-აბადზე კონტროლი დაამყარეს. დაკავებულებს შორის არის თვითგამოცხადებული გუბერნატორი. დღეს უფრო ადრე ჯალალ-აბადში ბაკიევის მხარდამჭერებსა და დროებითი მთავრობის ასობით მომხრეს შორის შეტაკება მოხდა.
XS
SM
MD
LG