Accessibility links

უკრაინა და რუსეთი გაზის საფასურის შესახებ მოლაპარაკებას მართავენ


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს ხვდება გაზის თაობაზე ახალ ხელშეკრულებაზე სასაუბროდ. ვიცე-პრემიერ სერგეი ტიგიპკოს თქმით, უკრაინის მხარე ახალ საშუალო ფასად ათას კუბურ მეტრ გაზზე დაახლოებით 240 ამერიკულ დოლარს ითხოვს. უკრაინის მთავრობის თქმით, ამჟამინდელმა ფასმა - დაახლოებით 330 დოლარმა - ქვეყნის ეკონომიკა შესაძლოა ძალიან დააზარალოს. გაზზე ნაკლები საფასურის დაწესება უკრაინას ესაჭიროება 2010 წლის ბიუჯეტის დასამტკიცებლად - ისევე როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან კრედიტის მიღების პროცესის განახლებისთვის.
XS
SM
MD
LG