Accessibility links

IATA ავიახაზების ზარალს 1.7 მილიარდ დოლარად აფასებს


საავიაციო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის - IATA-ს - თქმით, ისლანდიის ვულკანიდან წარმოქმნილი ფერფლის ღრუბლის გამო ევროპის ავიაციის სფეროში გამოწვეული შეფერხებები ინდუსტრიას სულ მცირე 1.7 მილიარდი დოლარი დაუჯდა. ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ჯოვანი ბისიგნანის თქმით, ამჯერად შეფერხების მასშტაბი 2001 წლის 11 სექტემბერს აშშ-ზე ტერორისტული თავდასხმების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე უფრო დიდი იყო. დღეს ევროპის მთავარ აეროპორტთა უმრავლესობამ მუშაობა განაახლა.
XS
SM
MD
LG