Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი 27 ივნისს რეფერენდუმი მოეწყობა


ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა კონსტიტუციის თაობაზე საყოველთაო რეფერენდუმისა და საპარლამენტო არჩევნების თარიღი. გარდამავალი მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის, ომურბეკ ტეკებაევის თქმით, რეფერენდუმი მოეწყობა 27 ივნისს, ხოლო საპარლამენტო არჩევნები, 10 ოქტომბერს. ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ დღესვე განმარტა, რომ ყურმანბეკ ბაკიევი ქვეყნის პრეზიდენტი აღარ არის, რადგან პოსტიდან გადადგომის განცხადება თავად დაწერა. დროებითი მთავრობის მეთაურის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ედილ ბაისალოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ყურმანბეკ ბაკიევმა ყირგიზეთის ტერიტორია ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს მონაწილეობით დატოვა და ამ ორგანიზაციების წარმომადგენლებს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის განცხადება პირადად გადასცა.
XS
SM
MD
LG