Accessibility links

logo-print

ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტად რჩება


ყურმანბეკ ბაკიევმა დღეს განაცხადა, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტად რჩება. მან პრესკონფერენცია მინსკში, დსთ-ის შტაბ-ბინაში გამართა. ბაკიევის განცხადებით, ის, როგორც ყირგიზეთის პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მზად არის პასუხისმგებლობისთვის კატასტროფის გამო, რომელსაც მისი ხალხი განიცდის. ყურმანბეკ ბაკიევმა ბიშკეკში არეულობების შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და დასძინა, რომ მზად არის მომხდარის გამო, პასუხი კანონის შესაბამისად აგოს. ბაკიევის განცხადებით, არ არსებობს ძალა, რომელიც პრეზიდენტობაზე უარს ათქმევინებს, ყირგიზეთი კი - არავის კოლონია არ იქნება და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობას განაგრძობს. ყურმანბეკ ბაკიევმა მსოფლიოს ლიდერებს მოუწოდა, არ აღიარონ ყირგიზეთის დროებითი მთავრობა, რომელსაც თავად ბაკიევმა ”არალეგიტიმური ბანდა” უწოდა.
XS
SM
MD
LG