Accessibility links

logo-print

გარდაიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ხუან ანტონიო სამარანჩი


89 წლის ასაკში გარდაიცვალა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, ხუან ანტონიო სამარანჩი. ბარსელონაში მდებარე საავადმყოფო, სადაც სამარანჩი გარდაიცვალა, აცხადებს, რომ ის იქ გულის პრობლემებით მოათავსეს. ხუან ანტონიო სამარანჩი საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს 1980-დან 2001 წლამდე ედგა სათავეში. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჟაკ როგმა სამარანჩის ხსოვნას პატივი მიაგო და მას უწოდა „პირი, რომელმაც თანამედროვე ეპოქის ოლიმპიური თამაშები შექმნა.“
XS
SM
MD
LG