Accessibility links

logo-print

ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ოდრი გლოვერი ”ეროვნული საბჭოს” ლიდერებს შეხვდა


ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებული ვითარების მონიტორინგს განაგრძობს. მისიის ხელმძღვანელი ოდრი გლოვერი დღეს ”ეროვნული საბჭოს” ლიდერებს შეხვდა. დახურული შეხვედრის შემდეგ მათ განაცხადეს, რომ ეუთოს მისიის ხელმძღვანელს წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილი დარღვევები გააცნეს. წინასწარი ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების წინ არსებული ვითარების ამსახველ პირველ შუალედურ ანგარიშს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი 10 მაისს გამოაქვეყნებს.
XS
SM
MD
LG