Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”უცნობმა” შეიძლება თბილისის მერობისთვის იბრძოლოს


გია გაჩეჩილაძე (”უცნობი”)
გია გაჩეჩილაძე (”უცნობი”)
თბილისის მერობის კანდიდატებს სავარაუდოდ, გია გაჩეჩილაძე, იგივე ”უცნობი” შეემატება.

მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” დღეს დაუდასტურა, რომ არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს და საბოლოო გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.

სავარაუდოდ, გია გაჩეჩილაძე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს, 21 აპრილს, საღამოს 9 საათისთვის ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერით გამოაცხადებს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ გაჩეჩილაძე უარყოფდა თბილისის მერის არჩევნებში კანდიდატად მონაწილეობას.
XS
SM
MD
LG