Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არგენტინის უკანასკნელ დიქტატორს 25 წლით პატიმრობა მიესაჯა


არგენტინის უკანასკნელი დიქტატორი დამნაშავედ სცნეს ადამიანის უფლებების დარღვევაში და 25 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა. ტრიბუნალის გადაწყვეტილებით, რეინალდო ბინიონე ერთ-ერთი პასუხისმგებელი პირია წამების, ბინებში შევარდნის და უკანონო დაპატიმრებების 56 შემთხვევაზე. საქმე ეხება არგენტინის ყველა დიდ წამების ცენტრს 1976-დან 1983 წლამდე მოქმედი დიქტატურის დროს. სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს პირველ შემთხვევას, როცა 82 წლის ყოფილ დიქტატორი დამნაშავედ სცნეს ადამიანის უფლებების დარღვევაში.
XS
SM
MD
LG