Accessibility links

logo-print

საფრანგეთი ჩადრს საჯარო ადგილებში აკრძალავს


საფრანგეთის მთავრობა მუშაობს კანონზე, რომლითაც საჯარო ადგილებში უნდა აიკრძალოს ისეთი ისლამური ჩადრის ტარება, რომელიც მთელ სახეს მალავს. მთავრობის წარმომადგენლის თქმით, კანონპროექტს მინისტრებს მაისში წარუდგენენ. ჩადრით სახის დამალვა ნიშნავს, რომ „თემი საკუთარ თავში იკეტება - რაც ჩვენი ღირებულებების უარყოფას წარმოადგენსო“, თქვა მან. გასულ თვეში სახელმწიფო საბჭომ - საფრანგეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა უწყებამ - პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის მთავრობა გააფრთხილა, ჩადრის წინააღმდეგ სრული აკრძალვის შემოღების ნაცვლად გამოეცა ბრძანება, რომ ქალებს
ვინაობის შემოწმების ან სახელმწიფო სამსახურის მიზნით სახე უნდა გამოეჩინათ. დღესდღეისობით ჩადრით სახეს დაახლოებით 2,000 მუსულმანი ფრანგი ქალი იფარავს.
XS
SM
MD
LG