Accessibility links

logo-print

უკრაინის ოპოზიცია მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმებას ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს


უკრაინაში პოლიტიკური ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მოსკოვსა და კიევს შორის შავი ზღვის ფლოტის თაობაზე მიღწეული შეთანხმება ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციას, რომლის თანახმადაც 2017 წლის შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ბაზა აღარ უნდა იყოს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტის ცნობით, ოპოზიცია პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს იმპიჩმენტით ემუქრება „ეროვნული ინტრესების ღალატის გამო.“ ოთხშაბათს ხარკოვში რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტებმა - დმიტრი მედვედევმა და ვიქტორ იანუკოვიჩმა - ხელი მოაწერეს დოკუმენტს ყირიმში, შავ ზღვაში რუსული ფლოტისთვის იჯარის 2042 წლამდე გახანგრძლივების თაობაზე. ამის სანაცვლოდ, მოსკოვი დათანხმდა, რომ უკრაინას მიწოდებული გაზის საფასურს 30 პროცენტით შეუმცირებს. შავი ზღვის ფლოტის თაობაზე შეთანხმების რატიფიცირება ორივე ქვეყნის პარლამენტებმა უნდა მოახდინონ.
XS
SM
MD
LG