Accessibility links

logo-print
“ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი და “კონსერვატორი” კახა კუკავა დღეს მოსკოვში გაემგზავრნენ.

დავითაშვილმა სააგენტოს უთხრა, რომ უკვე დაგეგმილია შეხვედრები როგორც ქართულ დიასპორასთან, ისე საზოგადოების წარმომადგენლებთან.

დავითაშვილი და კუკავა გეგმავენ შეხვედრებს დუმაში სახელისუფლებო და ოპოზიციურ ფრაქციებთან.

რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრები, კობა დავითაშვილის თქმით, არ იგეგმება.

”ეროვნული საბჭოს” ლიდერები დაესწრებიან სანკტ-პეტერბურგში ”ქართველ ხალხთა მსოფლიო კონგრესის” მიერ ორგანიზებულ ქართული დიასპორის ფორუმსაც, რომელიც 23-24 აპრილს გაიმართება.
XS
SM
MD
LG