Accessibility links

logo-print

სომხეთის მმართველი კოალიცია თურქეთთან შეთანხმების რატიფიკაციის შეჩერებას ითხოვს


სომხეთის მმართველი კოალიცია გამოვიდა მოწოდებით, შეჩერდეს თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე გაფორმებული შეთანხმების პარლამენტში რატიფიცირების პროცესი. სომხეთმა და თურქეთმა ოქტომბერში გააფორმეს შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. მაგრამ რატიფიკაციის პროცესი ორივე ქვეყნის პარლამენტებში შეფერხდა თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების დახოცვის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. სომხეთი ირწმუნება, რომ გენოციდი მოხდა, რასაც თურქეთი უარყოფს. უთანხმოებას იწვევს ისიც, რომ თურქეთი აზერბაიჯანს ემხრობა მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთთან დაპირისპირებაში. სომხეთის მმართველ კოალიციაში შემავალმა სამმა პარტიამ დღევანდელ განცხადებაში თურქეთი დაადანაშაულა რატიფიკაციის პროცესის შეფერხებაში. კოალიციის განცხადებით, სომხეთის პარლამენტში რატიფიკაციას აზრი არა აქვს, სანამ თურქეთი მზად არ არის, „წინაპირობების გარეშე“ გააგრძელოს რატიფიკაციის პროცესი.
XS
SM
MD
LG