Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი არ ცნობს ბაკიევის განცხადებას ყირგიზეთის პრეზიდენტობის შესახებ


რუსეთი არ ცნობს ყირგიზეთის დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მტკიცებას, რომ ის კვლავაც პრეზიდენტია. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა დღეს პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბაკიევის ხელით დაწერილი განცხადება გადადგომის შესახებ ვერ იქნება უარყოფილი მისი სიტყვიერი განცხადებით. ბაკიევი ყირგიზეთიდან გაიქცა მიმდინარე თვეში მას შემდეგ, რაც ბიშკეკში საპროტესტო გამოსვლის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას 80-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამჟამად ბაკიევი ბელორუსიაში იმყოფება. გუშინ ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა, რომ 10 ოქტომბერს გაიმართება საპარლამენტო არჩევნები, რაც მოჰყვება რეფერენდუმს პრეზიდენტის ძალაუფლების შეზღუდვის საკითხზე. დროებითი მთავრობის ხელმძღვანელის მოადგილე ომურბეკ ტეკებაევის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა, საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად გაიმართოს.
XS
SM
MD
LG