Accessibility links

logo-print

”ეროვნული საბჭოს” მიზანია რუსეთში შეიქმნას ქართული ლობი


რუსეთში გაემგზავრნენ ”ეროვნული საბჭოს” ლიდერები კობა დავითაშვილი და კახა კუკავა, რომლებმაც ჟურნალისტებს აცნობეს, რომ დუმის დეპუტატებს, რუსეთის საზოგადების და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან. კობა დავითაშვილის განცხადებით, მათი მიზანია რუსეთში შეიქმნას ქართული ლობი, რომელიც საქართველოს გამთლიანებისთვის იმუშავებს. დავითაშვილის თქმით, მათი ვიზიტი ქართული დიასპორის მიერაა ორგანიზებული. რუსეთში ”ეროვნული საბჭოს” ლიდერთა გამგზავრება საპარლამენტო უმრავლეობის და უმცირესობის წარმომადგენლებმა უარყოფითად და არასახელმწიფოებრივ მოქმედებად შეაფასეს.
XS
SM
MD
LG