Accessibility links

logo-print

სააკაშვილმა რუსეთი დაადანაშაულა კავკასიაში არასტაბილურობის ხელშეწყობაში


საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთი დაადანაშაულა კავკასიაში არასტაბილურობის ხელშეწყობაში, რაც თავის მხრივ, საშიშროებას მსოფლიო უსაფრთხოებას უქმნის. სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში შექმნილი სიტუაციით სარგებლობენ დაჯგუფებები, რომლებიც მაღალგამდიდრებული ურანით ვაჭრობისთვის საქართველოს და მისი ოკუპირებული რეგიონების ტერიტორიის გამოყენებას ცდილობენ. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, ერთ-ერთი მსგავსი მცდელობა საქართველოს ხელისუფლებამ მარტში აღკვეთა. ამავე ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს საბჭოთა კავშირის ამა თუ იმ ფორმით აღდგენის იმედი არ დაუკარგავს, საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკურ თამაშს განაგრძობს და არ მალავს, რომ ქვეყნის ხელისუფლების დამხობა სურს.
XS
SM
MD
LG