Accessibility links

logo-print

ბელგიის პარლამენტში კენჭს უყრიან ისლამური ჩადრით საჯარო ადგილებში ყოფნის აკრძალვას


ბელგიის პარლამენტში დღეს კენჭს უყრიან კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ისლამური ჩადრით სახის შებურვის აკრძალვას ქუჩებსა და საჯარო ადგილებში. კანონპროექტის ოპონენტები და უფლებადამცველები ამ საკითხზე კენჭისყრის წინააღმდეგ გამოდიან - მათი აზრით, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ბურკით შემოსილი ყოფნა საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას და წესრიგს. საფრანგეთში პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი მოითხოვს ასეთივე აკრძალვის შემოღებას. ამასთან, აკრძალვა საფრანგეთში ტურისტებად მყოფ მუსულმანებსაც შეეხებოდა. როგორც იუწყებიან, ბრიუსელში დღეისთვის დანიშნული კენჭისყრა შესაძლოა არ გაიმართოს, რადგან მმართველი კოალიციას გამოეყო ფლანდრიის პარტია, რასაც შესაძლოა, მთავრობის დაშლა მოჰყვეს.
XS
SM
MD
LG