Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის რევოლუციურმა გვარდიამ სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში სამხედრო წვრთნები დაიწყო


ირანის ელიტურმა რევოლუციურმა გვარდიამ ფართომასშტაბიანი სამხედრო მანევრები დაიწყო სპარსეთის ყურესა და ჰორმუზის სრუტეში. სახელმწიფო მედიის ცნობით, სამდღიან წვრთნებში გვარდიის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო შენაერთები მონაწილეობენ. მიზანია, ირანის განცხადებით, რეგიონში უსაფრთხოების დაცვა. გვარდიის სარდლების განცხადებით, წვრთნების დროს ახალ იარაღსაც გამოცდიან. 2006 წლიდან მოყოლებული, ირანი ყოველ წელს ატარებს სამხედრო მანევრებს ჰორმუზის სრუტეში, თავისი სამხედრო ძალის საჩვენებლად. მსოფლიოში ნავთობის ტრანსპორტის 40-მდე პროცენტი ამ ვიწრო სრუტის გავლით ხორციელდება. ირანს გამოთქმული აქვს მუქარა, რომ ჰორმუზის სრუტეს დაკეტავს მის წინააღმდეგ დასავლეთის ოპერაციის შემთხვევაში. დასავლეთთან ირანის დაპირისპირებას მისი ბირთვული პროგრამა იწვევს.
XS
SM
MD
LG