Accessibility links

logo-print

საჰაერო მიმოსვლა ევროპაში დღეს, სავარაუდოდ, ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება


ევროპაში დღეს საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზებას მოელიან. ფრენა შეჩერებული იყო ფერფლის ღრუბლის გამო, რომელიც ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევას მოჰყვა და შიშობდნენ, რომ ფერფლი თვითმფრინავების ძრავებს დააზიანებდა. ოთხშაბათს ევროპის მთავარი აეროპორტების უმრავლესობა გაიხსნა. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის შეფასებით, საჰაერო მიმოსვლის თითქმის მთელი კვირით შეჩერებამ ავიაკომპანიები, სულ ცოტა, 1,7 მილიარდი დოლარით დააზარალა.
XS
SM
MD
LG