Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ეკლესიის მეთაური აზერაბიჯანში ჩავა


სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მეთაური, კათოლიკოსი გარეგინ მეორე მომავალ კვირაში აზერბაიჯანს ეწვევა მსოფლიოს რელიგიური ლიდერების სამიტთან დაკავშირებით. საქმე ეხება მის პირველ ვიზიტს აზერბაიჯანში. რადიო „თავისუფლების“ სომხური სამსახურის ცნობით, გარეგინ მეორის პრეს-სამსახური აცხადებს, რომ სომხური ეკლესიის მეთაური 26 აპრილს ჩავა ბაქოში აზერბაიჯანის შიიტი მუსლიმების ლიდერის, შეიხ ულ-ისლამ ალაჰშუქურ ფაშაზადესა და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის, პატრიარქ კირილეს მიწვევით. სომხეთის ეკლესიის განცხადებით, ფაშაზადე, გარეგინი, კირილე და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცალკე შეხვედრასაც გამართავენ 27-28 აპრილის სამიტის დროს, რომელზეც მსოფლიოს 150-ზე მეტი რელიგიური ლიდერი შეიკრიბება.
XS
SM
MD
LG