Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთმა თურქეთთან შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი შეაჩერა


სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა დღეს დაადასტურა, რომ ერევანმა შეაჩერა თურქეთთან გაფორმებული შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. პრეზიდენტი სარქისიანი მის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროცესის გაგრძელების საკითხს განიხილავენ მაშინ, როცა დარწმუნებული იქნებიან, რომ „თურქეთში სათანადო მთავრობაა და ანკარაში არის ხელმძღვანელობა, რომელიც მზად არის ისევ ჩაერთოს ნორმალიზაციის პროცესში“. ვიდრე ეს განცხადება გავრცელდებოდა, სომხეთის მმართველი კოალიცია გამოვიდა მოწოდებით, შეჩერდეს თურქეთთან შეთანხმების რატიფიკაცია პარლამენტში. სომხეთმა და თურქეთმა ოქტომბერში გააფორმეს შეთანხმება დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისა და საზღვრების გახსნის შესახებ. მაგრამ რატიფიკაციის პროცესი ორივე ქვეყნის პარლამენტებში შეფერხდა თურქეთში პირველი მსოფლიო ომის დროს სომხების დახოცვის საკითხთან დაკავშირებული უთანხმოების გამო. სომხეთი ირწმუნება, რომ გენოციდი მოხდა, რასაც თურქეთი უარყოფს. უთანხმოებას იწვევს ისიც, რომ თურქეთი აზერბაიჯანს ემხრობა მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთთან დაპირისპირებაში.
XS
SM
MD
LG