Accessibility links

გადადგა ბელგიის მთავრობა


ბელგიის ფედერალური მთავრობა გადადგა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისისა და შიდაეროვნული წინააღმდეგობის გამო. მთავრობის მორიგი კრიზისი მოჰყვა უმსხვილესი პარტიის, ფლამანდიელი ლიბერალებისა და დემოკრატების მიერ მმართველი კოალიციის დატოვებას. მთავრობის მეთაური ივ ლეტერმი მინისტრთა კაბინეტის სხდომიდან პირდაპირ ბელგიის მეფესთან ელბერტ მეორესთან გაემგზავრა და გადადგომა ითხოვა. ეს ლეტერმის უკვე მეხუთე გადადგომაა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მანამდე კი ბელგიის პარლამენტში დაიწყო სადაო კანონპროექტის განხილვა, რომელიც ითვალისწინებს ისლამური ჩადრით სახის შებურვის აკრძალვას ქუჩებსა და საჯარო ადგილებში
XS
SM
MD
LG