Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ავღანეთზე იმსჯელებენ


ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ტალინში შეკრებისას დღეს ავღანეთის შესახებ იმსჯელებენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეკრების დაწყებამდე განაცხადა, რომ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გასაწვრთნელად დამატებით 450 სპეციალისტია საჭირო. ხუთშაბათის შეხვედრაზე ალიანსის ბირთვულ პოლიტიკაზე იმსჯელეს. ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები გუშინ შეთანხმდნენ აგრეთვე ბოსნიისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე.
XS
SM
MD
LG