Accessibility links

საბერძნეთი ევროკავშირს დახმარების პაკეტის ამოქმედებას თხოვს


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ევროკავშირს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს დახმარების პაკეტის ამოქმედება თხოვა. პაკეტის მიზანია ამ ქვეყნის საფინანსო კრიზისიდან გამოყვანა. საბერძნეთის ოფიციალური პირები ადრე ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა ამჯობინებდა საფინანსო ბაზრებისგან აეღო სესხი, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ მოითხოვა 45 მილიარდი ევროს ოდენობის სამაშველო პაკეტის გააქტიურება. ხუთშაბათს, საბერძნეთის ობლიგაციების სესხის ხარჯებმა სარეკორდო დონეს მიაღწია, როცა გავრცელდა ევროკავშირის მონაცემები, რომ 2009 წლის საბიუჯეტო დეფიციტი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე მოელოდნენ. საბერძნეთში საბიუჯეტო დეფიციტმა დააზარალა საერთო ევროპული ვალუტა, ევრო. სხვა 16 ქვეყანაში, რომლებიც ასევე ევროს მოიხმარენ, შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ კრიზისი შეიძლება მათაც შეეხოს.
XS
SM
MD
LG