Accessibility links

logo-print

ბაკიევი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აღიარებს


ყურმანბეკ ბაკიევი ირწმუნება, რომ ყირგიზეთის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის განცხადება მუქარის და ზეწოლის შედეგად დაწერა. მინსკში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ბაკიევმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომას არ აღიარებს, თუმცა, ამ სტატუსით ყირგიზეთში დაბრუნებას არ აპირებს. ბაკიევმა განაცხადა, რომ მზად არის ყირგიზეთის დროებით მთავრობასა და პარლამენტთან ქვეყანაში ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევის მიზნით ითანამშრომლოს. მან ასევე აღნიშნა, რომ რომელიმე ქვეყნისთვის პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნას არ აპირებს. თავის მხრივ, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ქვეყნის ახალ ხელისუფლებას ყურმანბეკ ბაკიევთან თანამშრომლობა არ სჭირდება, რადგან ის უკვე კერძო პირია და არა პრეზიდენტი.
XS
SM
MD
LG