Accessibility links

გალში რუსი მესაზღვრეებისა და აფხაზი სამართალდამცავების წვრთნა მიმდინარეობს


ოკუპირებულ გალის რაიონში რუსი მესაზღვრეებისა და აფხაზი სამართალდამცავების ერთობლივი წვრთნა მიმდინარეობს. როგორც სააგენტო აფსნიპრესი იუწყება, სწავლების მიზანი საქართველო-აფხაზეთის საზღვრის შესაძლო დამრღვევთა მოძიებისა და საჭიროების შემთხვევაში, ლიკვიდაციის ზომების დამუშავებაა. ამავე სააგენტოს ცნობით, პრაქტიკულ წვრთნაში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ავიაცია, კატარღები და სპეცდანიშნულების რაზმები მონაწილეობენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ასლან ბჟანიამ ადგილობრივ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აფხაზური ძალები რუსი კოლეგებისგან უდიდეს გამოცდილებას იღებენ.
XS
SM
MD
LG