Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ საქართველოს რადიოაქტიური ნივთიერებების მოძიების საქმეში დახმარებას ჰპირდება


აშშ საქართველოს ბირთვული მასალების გაუვრცელებლობის პროცესში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის და ქვეყნის ტერიტორიაზე რადიოაქტიური ნივთიერებების მოძიების საქმეში დახმარებას ჰპირდება. ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ აშშ და საქართველო ამ საკითხში თანამშრომლობენ. კროულიმ აღნიშნა, რომ საქართველოს მიერ საზღვრების უკეთ დასაცავად დიდი სამუშაო ჩატარდა, თუმცა, ვაშინგტონი განაგრძობს იმის დადგენას, კიდევ რა სახის დახმარება სჭირდება თბილისს. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, რეგიონში მაღალგამდიდრებული ურანის ტრანსპორტირების აღსაკვეთად საქართველოს დახმარება სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ. რამდენიმე ხნის წინ, თბილისმა განაცხადა, რომ მარტში დააკავებულ უცხოელ მოქალაქეთა ჯგუფს მცირე რაოდენობით მაღალგამდიდრებული ურანი აღმოაჩნდა.
XS
SM
MD
LG