Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო შეთანხმდა ავღანელებისთვის უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობის ჩაბარების გეგმაზე


ნატოს საგარეოს საქმეთა მინისტრებმა მიაღწიეს შეთანხმებას ავღანეთში ავღანელებისთვის უსაფრთხოებისთვის პასუხისგებლობის ჩაბარების პირობების შესახებ, უსაფრთხოების საქმეში წარუმატებლობისა და ადგილობრივი ძალების წვრთნისთვის პერსონალის ნაკლებობის მიუხედავად. ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, ტალინში, შეხვედრის დასრულების შემდეგ, განაცხადა, რომ ილუზიები არ უნდა გვქონდეს, წინსვლა იოლი არ იქნება და სწრაფად ვერ მიღვაღწევთო. რასმუსენი მოელის, რომ ნატო ავღანელებისთვის პასუხისმეგბლობის ჩაბარებას, წელს მოახერხებს. მაგრამ, მისივე თანახმად, ნატო არ ჩქარობს გამოვიდეს ავღანეთიდან, ეს არა ვადებს, არამედ პირობებს უნდა ემყარებოდეს, თქვა რასმუსენმა ტალინში. ნატო და აშშ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანას 2011 წლისთვის ფიქრობენ. რასუმუსენმა თქვა განაცხადა, რომ ადგილობრივი ძალების გასაწვთნელად დამატებით 450 უცხოელი ინსტრუქტორია საჭირო. ხუთშაბათს მინისტრებმა ისაუბრეს ალიანსის ბირთვულ პოლიტიკაზე, რუსეთთან დადებულ შეთანხმებაზე და ანტისარაკეტო თავდაცვაზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა გამორიცხა ევროპიდან ჯერ კიდევ არსებული ამერიკული ბირთვული იარაღის გატანა. მინისტრებმა ტალინში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა შესთავაზეს ბოსნიას.
XS
SM
MD
LG