Accessibility links

logo-print

ბაკიევი ყირგიზეთში დაბრუნებას არ აპირებს


ყირგიზეთის განდევნილმა ლიდერმა, ყურმანბეკ ბაკიევმა განაცხადა, რომ სამშობლოში პრეზიდენტად დაბრუნების გეგმა არ აქვს. ბაკიევი, 7 აპრილს, მისი ხუთწლიანი მმართველობის წინააღმდეგ ამბოხისას დაამხეს. ის მეზობელ ყაზახეთში გაიქცა, შემდეგ ბელორუსიაში ჩავიდა. ბაკიევმა მინსკში, პრესკონფრენეციაზე თქვა, რომ გადადგომის შესახებ მის მიერ ხელმოწერილი განცხადება ძალაში არ შესულა, რადგან გარდამავალმა მთავრობამ არ შეასრულა პირობა მისი ნათესავების დაცვის შესახებ. ბაკიევის ჩამოგდების შემდეგ მოსულმა გარდამავალმა მთავრობამ განაცხადა, რომ ის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგეს 7 აპრილის ძალადობის გამო, რასაც 80-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG