Accessibility links

logo-print

ებრალიძე რუსულ-ქართულ საკოორდინაციო საბჭოს უხელმძღვანელებს


ალექსანდრე ებრალიძემ სანკტ-პეტერბურგში გამართულ კონგრესზე ქართველი პოლიტიკოსებისგან რუსულ-ქართული საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობის შეთავაზება მიიღო. რუსულ-ქართული საკოორდინაციო საბჭოს შექმნის ინიციატივით დღევანდელ კონგრესზე, “ხალხის პარტიის” ლიდერი კობა დავითაშვილი გამოვიდა. ქართველი პოლიტიკოსები სამომავლოდ, ალექსანდრე ებრალიძესთან პოლიტიკურ თანამშრომლობასაც არ გამორიცხავენ. სანკტ-პეტერბურგში "საქართველოს ხალხთა მსოფლიო კონგრესის“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ებრალიძის მიერ ორგანიზებულ ქართველთა კონგრესზე დასასწრებლად საქართველოდან "ეროვნული საბჭოს" წევრები კობა დავითაშვილი კახა კუკავა, გუგე ცანავა, ასევე - პარტია "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერი ვალერი კვარაცხელია, პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი და სხვადასვხა საზოგადოებრივი გაერთიანების კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გაემგზავრნენ. კონგრესი 24 აპრილს დასრულდება
XS
SM
MD
LG