Accessibility links

logo-print

პუტინი ავსტრიის ლიდერებს ხვდება „სამხრეთის ნაკადზე“ მოსალაპარაკებლად


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი დღეს ვენაში შეხვდება ავსტრიის უმაღლესი რანგის ოფიციალურ წარმომადგენლებს „სამხრეთის ნაკადად“ წოდებული გაზსადენის მშენებლობაზე მოსალაპარაკებლად. "სამხრეთის ნაკადმა" რუსეთის ბურენბრივი აირი შავი ზღვის ფსკერზე გავლით უნდა გადაქაჩოს ავსტრიის გამანაწილებელ სადგურამდე, ევროპის ქვეყნებში საექსპორტოდ. ავსტრიის კანცლერ ვერნერ ფაიმანთან და პრეზიდენტ ჰაინც ფიშერთან მოლაპარაკების შემდეგ, პუტინი ვენაშივე დაესწრება ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში.
XS
SM
MD
LG