Accessibility links

logo-print

უკრაინაში ათასობით ადამიანი გამოთქვამს პროტესტს რუსეთის სამხედრო ბაზისთვის იჯარის გაგრძელების გამო


უკრაინის პარლამენტთან რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ყირიმში რუსეთის სამხედრო ბაზისთვის იჯარის გაგრძელების გამო პროტესტის გამოსათქმელად. როგორც დემონსტრანტების წინაშე გამოსვლისას ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, ყველა ოპოზიციური ძალა უნდა გაერთიანდეს, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ამ, ოთხშაბათს ხელმოწერილ შეთანხმებას. დოკუმენტით, რომელსაც ხელი მოაწერეს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, რუსეთს კიდევ 25 წლით გაუგრძელდა სევასტოპოლის პორტის იჯარა, რომლის ამჟამინდელი ვადაც 2017 წელს ამოიწურება.
XS
SM
MD
LG