Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დიდი 20“-ის საფინანსო-ეკონიმკური ლიდერები დადებითად აფასებენ ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს


"დიდი 20" დადებითად აფასებს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების პროცესს. მსოფლიოს ეკონომიკურად წამყვანი და სწრაფად განვითარებადი 20 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეფასებით, ეკონომიკის გაჯანსაღების პრცოესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე მოელოდნენ. ეს შეფასება მათ პარასკევს, ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ გამოთქვეს. დასკვნით კომუნიკეში კრიზისის სწრაფად დაძლევის მიზეზად დასახელებულია მთავრობების მიერ დიდი რაოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფა თავიანთი ქვეყნების ეკონომიკის გასამყარებლად, ისევე როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან მიერ გაწეული მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG