Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წეროვანში რამდენიმე სახლი დაიტბორა


წეროვანში, დევნილთა დასახლებაში, გადაუღებელი წვიმების შედეგად მდინარე ნარეკვავი ადიდდა. დატბორილია რამდენიმე სახლი. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის კობა სუბელიანის განცხადებით, წეროვანში უკვე იწმინდება ის არხი, რომელმაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. მისივე თქმით, მართალია რამდენიმე ოჯახს სერიოზული პრობლემა შეექმნა, მაგრამ გაწმენდითი სამუშაოები დაწყებულია და პრობლემა მალე მოგვარდება.
XS
SM
MD
LG