Accessibility links

logo-print

თურქმა უფლებადამცველებმა პატივი მიაგეს ოსმალეთის იმპერიაში დახოცილი სომხების ხსოვნას


თურქი უფლებადამცველები დღეს სტამბულში შეიკრიბნენ ოსმალეთის იმპერიაში დახოცილ სომეხთა ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. საქმე ეხება თურქეთში პირველ ასეთ საჯარო აქციას, რომელიც სომხების მასობრივ დახოცვასთან დაკავშირებულ თარიღს ეძღვნება. საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, აქციაზე 100-მდე ადამიანი შეიკრიბა. პოლიციამ მათთან მიახლოების საშუალება არ მისცა აქციის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებს. სტამბულში დღესვე იმართება კიდევ ერთი აქცია ოსმალეთის იმპერიაში დახოცილი სომხების ხსოვნისადმი პატივის მისაგებად. თურქეთი უარყოფს გენოციდის ბრალდებას და ამტკიცებს, რომ ოსმალეთის იმპერიის მკვიდრი სომხები პირველი მსოფლიო ომის დროინდელი უფრო მასშტაბური დაპირისპირების დროს დაიღუპნენ და არა თურქების მიერ განხორციელებული გენოციდის შედეგად.
XS
SM
MD
LG