Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავსტრიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას „სამხრეთის ნაკადში“ მონაწილეობის შესახებ


ავსტრიამ ხელი მოაწერა შეთანხმებას გაზსადენის პროექტ „სამხრეთის ნაკადში“ მონაწილეობის შესახებ. ავტსრიის ეკონომიკის მინისტრმა რაინჰოლდ მითერლენერმა და რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა სერგეი შმატკომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაზსადენის მშენებლობის საქმეში თანამშრომლობის შესახებ. "გაზპრომის" ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა და ავსტრიის კომპანიის "OMV გაზი და ენერგია" დირექტორმა ვოლფგანგ რუტერშტორფერმა კიდევ ერთი შეთანხმება გააფორმეს. დღესვე დაიწყო ავსტრიაში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის ვიზიტი. მან კანცლერ ვერნერ ფაიმანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ავსტრია წლიურად დამატებით ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს „სამხრეთის ნაკადიდან“. „სამხრეთის ნაკადმა“ რუსეთის ბუნებრივი აირი შავი ზღვის ფსკერზე გავლით უნდა გადაქაჩოს ავსტრიის გამანაწილებელ სადგურამდე. ის წლიურად 63 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს და ზოგის მიერ „ნაბუკოს“ გაზსადენის კონკურენტად არის მიჩნეული.
XS
SM
MD
LG