Accessibility links

logo-print

სულ ცოტა, 40 თალიბი იქნა მოკლული ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს ბრძოლების შედეგად


ავღანეთ-პაკისტანის საზღვრის ორივე მხარეს შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 40 თალიბი იქნა მოკლული. ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ყუნდუზის რეგიონში, პარასკევიდან მოყოლებული, 29 თალიბი დახოცეს. ამის შესახებ ყუნდუზის გუბერნატორმა, მოჰამად ომარმა განაცხადა. შეტაკებების შედეგად მთავრობის მომხრე სამი შეიარაღებული პირი დაიღუპა. საზღვრის მეორე მხარეს კი, პაკისტანში მდებარე ორაკზაის რეგიონში, სულ ცოტა, 11 თალიბი ექსტრემისტი იქნა მოკლული პაკისტანის უშიშროების ძალების ოპერაციის შედეგად. როგორც იუწყებიან, შეიპყრეს სამი ექსტრემისტი. იუწყებიან ასევე, რომ პაკისტანშივე, ჩრდილოეთ ვაზირისტანის რაიონში, სავარაუდოდ, ამერიკული უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული იერიშის დროს სამი ექსტრემისტი მოკლეს.
XS
SM
MD
LG