Accessibility links

logo-print

ბელორუსიაში ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს


ბელორუსიაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. საკრებულოების მანდატების რიცხვი 21 000-ს აღემატება, თუმცა ხელისუფლების კანდიდატებს სულ 360-მდე ოპოზიციონერი კანდიდატი უპირისპირდება. ოპოზიციის ათობით წარმომადგენელმა თავისი კანდიდატურა მოხსნა მას შემდეგ, რაც მთავრობა ოპოზიციონერების საარჩევნო კამპანიისთვის დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა. დღეს არჩევნების მეორე, ბოლო დღეა. პირველი ტური 20 აპრილს გაიმართა, მაგრამ ბელორუსიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ელექტორატი მეტად პასიური იყო: საარჩევნო უბნებში ამომრჩევლების სულ 3,6 პროცენტი მივიდა. ადგილობრივი არჩევნების წინასწარი შედეგები ორშაბათისთვის არის მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG