Accessibility links

logo-print

ბანკოკში სამშვიდობო გეგმის უარყოფის შემდეგ ვითარების გამწვავებას მოელიან


ბანკოკში ვითარების გამწვავებას მოელიან მას შემდეგ, რაც ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა აბჰისიტი ვეჯაჯივამ უარყო სამშვიდობო წინადადება, რომელიც მას ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებმა შესთავაზეს. დემონსტრანტები, რომელთაც მათ "წითელმაისურიანებს" უწოდებენ, ბანკოკის ცენტრში არიან დაბანაკებული. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, ტელევიზიაში არმიის სარდალთან ერთად გამოსვლისას, პირობა დადო, რომ დემონსტრანტებისაგან გაწმენდს დედაქალაქის ცენტრს, თუმცა არ უთქვამს, როდის. მანამდე პრემიერ-მინისტრმა უარყო კომპრომისი, შეთავაზებული "წითელმაისურიანების" მიერ, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ამჟამინდელი მთავრობა უკანონოა, რის გამოც ახალი არჩევნები უნდა გაიმართოს. მას შემდეგ, რაც თვეზე მეტი ხნის წინ წითელმაისურიანმა დემონსტრანტებმა ბანკოკის ცენტრი დაიკავეს, შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 26 ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა.
XS
SM
MD
LG