Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს ატომური სააგენტოს თავმჯდომარეს ხვდება


ირანის მედიის ცნობით, ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მანუჩერ მოტაკი ვენაში ხვდება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარე იუკია ამანოს. მხარეები განიხილავენ საწვავის გაცვლის გეგმას, რომელსაც გაერო ემხრობა. შეხვედრის ფონია ვაშინგტონის მზარდი ძალისხმევა, რომ ირანის წინააღმდეგ გაეროს მორიგი სანქციები იქნეს შემოღებული ირანის ბირთვული პროგრამის გამო. ირანი ირწმუნება, რომ პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება, მაგრამ დასავლეთში შიშობენ, რომ ის ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. გაეროს გეგმა, რომლის მიხედვით ირანმა თავისი, დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანი უცხოეთიდან მიღებულ მაღალგამდიდრებულში უნდა გაცვალოს, ირანს უარყოფილი აქვს.
XS
SM
MD
LG