Accessibility links

logo-print

სამხრეთკორეელი მინისტრი: სამხედრო ხომალდის ჩაძირვა, „დიდი ალბათობით“, ტორპედომ გამოიწვია


სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრ კიმ ტაეიუნის განცხადებით, როგორც ჩანს, ტორპედოს სროლამ გამოიწვია 26 მარტს სამხრეთ კორეის სამხედრო ხომალდის ჩაძირვა ჩრდილოეთ კორეასთან საზღვაო საზღვართან. როგორც სამხრეთკორეელმა მინისტრმა უთხრა ჟურნალისტებს, აფეთქების მიზეზი „დიდი ალბათობით იყო“ ტორპედო. ეს განცხადება წინ უსწრებს ინციდენტის შესახებ ექსპერტთა საერთაშორისო ჯგუფის ანგარიშს. ინციდენტმა კიდევ უფრო დაძაბა ურთიერთობა ჩრდილოეთ კორეასთან, რომლის განცხადებითაც, მას სამხრეთკორეელი „ომის მანიაკები“ ადანაშაულებენ ხომალდის ჩაძირვაში.
XS
SM
MD
LG