Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უხვმა ნალექმა საქართველოს რამდენიმე რეგიონი დააზარალა


ცხვარიჭამიაში ჩამოწოლილ მეწყერს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, ცეზარ ჩოჩელის განცხადებით, გარდაცვლილი ცხვარიჭამიაში აგარაკების მეთვალყურედ მუშაობდა. მეწყერის შედეგად ცხვარიჭამიაში ოთხი სახლია დანგრეული. კობი-გუდაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავში კი, სავარაუდოდ, ერთი ადამიანი ავტომანქანითაა მოხვედრილი. მისი სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. სოფელ ველისციხეში წუხანდელმა ღამემ მშვიდად ჩაიარა, თუმცა საგანგებო მდგომარეობა ჯერ არ მოხსნილა. სოფელში საშიშროება კვლავ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ წყალსაცავში წყლის დონემ იკლო. გარემოს დაცვის სამინისტროს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ცნობით საქართველოში ნალექის ინტენსივობა დღეიდან შემცირდება. ამასთან, წვიმა ქვეყნის ჩრდილოეთით, მთიან და კახეთის ზოგიერთ რაიონებში შენარჩუნდება.
XS
SM
MD
LG