Accessibility links

logo-print

ველისციხის მოსახლეობას სახლებში დაბრუნების ნებართვა მისცეს


სოფელ ველისციხის მოსახლეობას ადგილობრივმა ხელისუფლებამ სახლებში დაბრუნების ნებართვა მისცა. თუმცა, სამაშველო, სახანძრო და სამედიცინო სამსახურები კვლავაც მობილიზებულია. ჩვენი პარტინორი რადიოსადგურის, "ჰერეთის" კორესპონდენტი ხათუნა გოგაშვილი როგორც გვატყობინებს, გრძელდება სამუშაო ჭერმის წყალსაცავზე, მუშაობს ტექნიკა. გარემოს დაცვის მინისტრი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარის გუბერნატორი კვლავაც სოფელში რჩებიან. გუბერნატორის მოადგილე გიორგი სიბაშვილის განცხადებით, დღის ბოლოსთვის საფრთხე მთლიანად მოიხსნება. თუმცა, შსს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის შემადგენლობა და ტექნიკა სოფლიდან ჯერჯერობით არ გავა, რადგან კახეთში კვლავაც წვიმაა მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG