Accessibility links

ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მოქმედი პრეზიდენტი ლიდერობს


ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, როგორც მოსალოდნელი იყო, მოქმედი პრეზიდენტი, ჰაინც ფიშერი ლიდერობს. წინასწარი არაოფიციალური შედეგებით, ფიშერს ხმების 78-მდე პროცენტი ერგება. ულტრამემარჯვენე კანდიდატმა ბარბარა როზენკრანცმა, რომლის „თავისუფლების პარტიაც“ იმიგრაციისა და ევროკავშირის საწინააღმდეგო ლოზუნგებით გამოდის, როგორც ჩანს, 16 პროცენტი მოიპოვა. ავსტრიის პრეზიდენტის პოსტი, ძირითადად, წარმომადგენლობითი ფუნქციებით შემოიფარგლება.
XS
SM
MD
LG