Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკა რუსეთს აკრიტიკებს იმის გამო, რომ ის უფასოდ სარგებლობს ბელორუსიაში სამხედრო ბაზებით


ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ დღეს რუსეთი გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის ფულს არ იხდის ბელორუსიაში სამხედრო ბაზებისთვის. ლუკაშენკამ მიანიშნა მოსკოვთან უკრაინის მიერ გაფორმებულ შეთანხმებაზე, რომლის მიხედვით, კიევი უფრო იაფად შეიძენს ბუნებრივ აირს რუსეთისთვის სევასტოპოლის სამხედრო ბაზის იჯარის გახანგრძლივების სანაცვლოდ. ლუკაშენკას თქმით, რუსეთს ბელორუსიაში აქვს ორი ბაზა, რაშიც „ნულ რუბლს, ნულ კაპიკსა და ნულ დოლარს იხდის“. ბელორუსიის პრეზიდენტმა განაცხადა ასევე, რომ არ აპირებს მოსკოვში 8 მაისს დაესწროს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტს, თუ დღის წესრიგში არ ჩართავენ ამ ორგანიზაციის წევრი ყირგიზეთის საკითხს.
XS
SM
MD
LG