Accessibility links

ირანმა, როგორც ჩანს, ვერ შეძლო ავსტრიის დარწმუნება, უარი თქვას გაეროს ახალი სანქციების მხარდაჭერაზე


ირანის ძალისხმევა, თავიდან აიცილოს გაეროს ახალი სანქციები, როგორც ჩანს, წარუმატებელი აღმოჩნდა დღეს ავტრიაში გამართული შეხვედრების დროს. ავსტრიის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, თეირანზეა დამოკიდებული მისი ბირთვული პროგრამის გამო უცხოეთის შეშფოთების გაფანტვა, თუ მას მორიგი სანქციების თავიდან აცილება სურს. თეირანი ავსტრიასთან და გაეროს 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს დანარჩენ არამუდმივ წევრებთან ცდილობს მოლაპარაკებას, რათა ხელი შეუშალოს შეერთებული შტატების ძალისხმევას, რომლის მიზანიცაა ირანის წინააღმდეგ სანქციების მეოთხე წყების დამტკიცება გაეროს უშიშროების საბჭოში. დღეს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი მანუჩერ მოტაკი აწარმოებდა მოლაპარაკებებს ვენაში. ის შეხვდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თავმჯდომარესაც, იუკია ამანოს.
XS
SM
MD
LG