Accessibility links

logo-print

უნგრეთის, სავარაუდოდ, მომავალი პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მისმა გუნდმა საარჩევნო ხმების ორი მესამედი მოიპოვა


უნგრეთის, სავარაუდოდ, მომავალ პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების მეორე, დღეს გამართული ტურის შედეგად, მისმა გუნდმა ხმების ორი მესამედი მოიპოვა. ორბანმა ბუდაპეშტის ცენტრში შეკრებილ ათასობით მომხრეს უთხრა, რომ უნგრეთის სამოქალაქო ალიანსმა „ფიდეშმა“ და ქრისტიანულ-დემოკრატიულმა პარტიამ საპარლამენტო მანდატების 68 პროცენტი მოიპოვეს. წინასწარი ოფიციალური შედეგებით, „ფიდეშს“, სულ ცოტა, 262 მანდატი ერგო სულ 386 ადგილიან პარლამენტში. მან საპარლამენტო არჩევნების პირველ, 1 აპრილის ტურში შეძლო მმართველი სოციალისტების დამარცხება. კენჭისყრის დღევანდელ ტურს უნდა გაერკვია, ვის ერგებოდა 52 მანდატი, რომელთა ბედიც პირველ ტურში არ გარკვეულა.
XS
SM
MD
LG